Intel-კურსი
Saturday, July 28, 2018
თანატოლთა ძალადობა
გააკვეთილის
გეგმა
დარჩელის # 1 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასის მასწავლებელი:
მაკა ოთხოზორია
სწავლების
საფეხური / კლასი: მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
თემა: თანატოლთა
ძალადობა
ავთანდილ ვარაზანაშვილი ,, ვიოლინო“ (ნაწყვეტები მოთხრობიდან)
მიზანი:
მოსწავლეები
·
გაეცნობიან ძალადობის ცნებას
და მის სახეებს.
·
გაიაზრებენ ძალადობის გამომწვევ
მიზეზებს, მოქმედებებს და შედეგებს.
·
განუვითარდებათ მოძალადის ქმედების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება
და მსხვერპლის
დაცვის უნარი.
დრო: 45 წთ
კლასის ორგანიზების
ფორმები: მთელი კლასი. ინდივიდუალური. ჯგუფური.
რესურსები: ილუსტრირებული ტექსტები.
სქემები. ფლიფჩართები. მარკერები.
სტიკერები.
გაკვეთილის მსვლელობა
A
ფაზა
გამოწვევა
1.
აქტივობა:
ასოციაციური რუკა
რუკის ცენტრში ჩაწერილია
ძალადობა. მოსწავლეები ასახელებენ
მასთან დაკავშირებულ
ცნებებს, ფრაზებს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
B
ფაზა
წვდომა
2.
აქტივობა:
ტექსტზე მუშაობა
მოსწავლეებს
ვურიგებ წინასწარ
გამზადებულ, ილუსტრირებულ წასაკითხ
მასალას
და თითო
კითხვას თითოეულ მოსწავლეს.
მოსწავლეები ამუშავებენ ტექსტს
და
ჩაინიშნავენ კითხვის
პასუხებს პრეზენტაციისთვის.
დანართი 1. ავთანდილ ვარაზანაშვილი ვიოლინო
(ნაწყვეტები მოთხრობიდან)
ზურგს უკან ნაბიჯების
ხმა გაისმა. თენგომ
გაგულისებით მოიხედა: ვიღაც
სუსტი, ფერმკრთალი
სახის ბიჭი მოდიოდა.
ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა
და
ვიოლინოს შავი
ფუტლიარი ეჭირა. დანახვისთანავე არ მოეწონა ბიჭი.
ისედაც
გაბრაზებული
იყო და გადაწყვიტა
, მთელი გულისწყრომა
მასზე გადმოენთხია.
_ ვიოლინო, ჩემი ვიოლინო! - საცოდავი ხმით
აქვითინდა ბიჭი.
მუხლებგადაყვლეფილი მისკენ
გახოხდა და ხელში
აიტაცა. თენგო მიხვდა,
რომ
დიდი და მწვავე ტკივილი მიაყენა ბიჭს.
თენგოს თვალი ვერ მოეწყვიტა ბიჭისთვის, იდგა და წასვლა
ვერ მოეხერხებინა.
დანართი 2. სავარაუდო კითხვები:
1.
რა სახის ძალადობაა
მოთხრობაში?
2.
თქვენი აზრით
რამ გამოიწვია ძალადობა?
3.
ვინ არის
მოძალადე?
4.
ვინ არის
მსხვერპლი?
5.
როდის მიხვდა
მოძალადეს თავის შეცდომას?
6.
შეიძლება თუ არა მათ შორის პრობლემის მოგვარება?
7.
რა გზებს
შესთავაზებთ პრობლემის გადასაჭრელად?
8.
როგორ მოიქცეოდით თქვენ თითოეული
გმირის როლში?
3.
აქტივობა: გმირის
რუკა
მოსწავლეები
ჯერ
ინდივიდუალურად მუშაობენ სქემებზე სადაც
გამოყოფენ პერსონაჟებს, მათ თვისებებს და ქმედებებს. შემდეგ
შეაჯერებენ შედეგებს ჯგუფში და შეავსებენ ფლიფჩართს
ერთ ერთ გმირზე. გააკეთებენ
პრეზენტაციას.
დანართი
3.
მოძალადე
მხვერპლი
თვისებები
თვისებები
ქმედებები
ქმედებები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
C
ფაზა
რეფლექსია
4.
აქტივობა: წერილი
თანატოლს.
მოსწავლეები
ინდივიდუალურად წერენ თანატოლს
წერილს (არჩევით ერთ-ერთს),
გამოხატავენ თანაგრძნობას მსხვერპლის
მიმართ და ურჩევენ
მოძალადეს თავისი
საქციელის შეფასებას.
შევსებულ სტიკერებს ანაწილებენ წინა
აქტივობისას შევსებულ
ფლიფჩართზე. შესაბამისი
გმირის გრაფაზე.
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ძალადობის
სახეები.
გაიაზრეს ძალადობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
განუვითარდათ მოძალადის ქმედებისადმი
უარყოფითი
დამოკიდებულება და მსხვერპლის
დაცვის უნარი.
საშინაო დავალება: გაიხსენეთ და ჩაწერეთ
ერთი შემთხვევა,
თუ შესწრებიხართ ან თვითონ
ხომ არ
ყოფილხართ ძალადობის
მსხვერპლი.
შეფასება: განმავითარებელი
კომენტარი. შეფასების რუბრიკები.
დანართი 4.
კრიტერიუმები
|
ძალიან
კარგი
|
კარგი
|
საჭიროებს გაუმჯობესებას
|
ჩართულობა
|
ყოველთვის მონაწილეობს
გაკვეთილის მსვლელობაში.
|
ხშირად მონაწილეობს
გაკვეთილის მსვლელობაში.
|
იშვიათად მონაწილეობს
გაკვეთილის
მსვლელობაში.
|
ტექსტის
ანალიზი
|
აანალიზებს წაკითხულს,
აფიქსირებს და არგუმენტებით ამყარებს
საკუთარ აზრს.
|
აანალიზებს წაკითხულს,
აფიქსირებს
საკუთარ აზრს, უჭირს
არგუმენტებით გამყარება.
|
უჭირს ანალიზი
და საკუთარი აზრის
დაფიქსირება. ვერ მოჰყავს
არგუმენტები.
|
Saturday, December 21, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)